ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში” – პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, საქართველოში რამდენიმე საათში ხდება ცნობილი ტესტის პასუხი, როცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პასუხს რამდენიმე დღე ელოდებიან.

„ფართო რაღაც ეტაპზე, კი ბატონო საჭირო გახდება. დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს სიტუაცია, როდესაც გვჭირდება ზუსტი დიაგნოსტიკა, როდესაც ვერ ვიქნებით სწრაფი ტესტების იმედზე, რომის ცდომილებაც შეიძლება, იყოს 15-20 პროცენტი, ანუ 15-20 პროცენტი ინფიცირებულებისა სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაიჭიროს. ეს ახასიათებს ნებისმიერ სწრაფ ტესტს. სწრაფი ტესტი – ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ცე ჰეპატიტზე ხდებოდა კვლევა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა.

როდესაც ჩვენ დღეს მოლეკულურ ტესტირებას ვაკეთებთ, ამაზე სწრაფად რა უნდა გავაკეთოთ?! მართალია, სწრაფი არ ჰქვია, მაგარ ვაკეთებთ უსწრაფესად. საქართველოში რამდენიმე საათში არის პასუხი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ოთხ-ხუთი დღე ელოდებიან პასუხს.

მოლეკულურ ტესტირებას, რომლის პასუხს მსოფლიოს უმდიდრეს და განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ელოდებიან დღეები, საქართველოში ეს პასუხი აქვთ საათებში. რას ითხოვს ხალხი კიდევ, ვერ გავიგე. ეს არის პოპულისტობა. საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში. ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუფუნებაა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 83 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4505 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 559,235 მიაღწია. გარდაიცვალა 25,354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 128,781 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....