ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინამ უარყო აშშ-ის მიერ ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია, რაც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი დოლარის რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა” – Bloomberg

“უკრაინამ უარყო აშშ-ის მიერ ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია, რაც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი დოლარის რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა” – ინფორმაციას Bloomberg-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევს სთხოვენ ფონდში წვლილის შეტანას მანამ, სანამ ის 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კიევი აშშ-ის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, უკრაინის შეფასებით, შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება 90 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დაბრკოლება აშშ-ის მხრიდან მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების გარანტიების არ არსებობაა.

იტვირთბა....