მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ – გვარამია ჭიათურის აქციაზე

“აი, მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნეული უბედურება:

სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%მა ხმა მისცა ქოცებს. და დღეს, იმავე ჭიათურაში, ყველაფერი გაჩერებულია, მოსახლეობა (აი ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა.

და, ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხო არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს.

ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი ერთადერთ ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;

 

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.

დღეს მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ.

იტვირთბა....