ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები გაიფიცნენ.
გაფიცულები მერიის შენობის წინ არიან შეკრებილები.
ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციიის ცნობით, მაღაროელებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს.
“გუშინ საღამოს, ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა. დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი, სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან, ბატონ აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება, სავარაუდოდ, აქცია გადაინაცვლებს ტრესტის წინ. ამჟამინდელი ინფორმაციით, მაღაროელები ასე აპირებენ. ჩვენი ორგანიზაცია იქ იდგება, სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესში შეეცდებიან, დაიცვან მაღაროელთა ინტერესები”. – აცხადებენ ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში.