ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია – საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საფრანგეთის­ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მისასალმებელია, რომ კრემლი ამ მიდგომას საჯაროდ დათანხმდა. მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ“, – აცხადებს ელისეის სასახლე.

როგორც ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან “სრული გამჭვირვალობით“ შედგება და მიზანს კვლავ უკრაინისთვის “მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა წარმოადგენს.

იტვირთბა....