ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის

ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“მან [მაკრონმა] თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მაკრონთან დიალოგის მზადყოფნა მანაც გამოთქვა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც ცნობილია, 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

იტვირთბა....