პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.
ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა – 1366.
არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელ facebook-ში გამოეხმაურა ირაკლი ყანდაშვილი:
“კოლეგებო და მეგობრებო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები წარმატებით დასრულდა და შედეგი უკვე ცნობილია! არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2855 ადვოკატმა, რაც ნათლად ასახავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასა და ინტერესს ასოციაციის მომავლის მიმართ. ირაკლი ყანდაშვილი — 1473 ხმა; ირაკლი ჩომახაშვილი — 1366 ხმა. კოლეგებო, ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი პროფესიული საზოგადოების ცხოვრებაში, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად აქტიური და ჩართულია ადვოკატთა კორპუსი საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში” – წერს ის.

