ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება – ერთ-ერთმა გაფიცულმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

მაღაროელთა გაფიცვას ეხმიანება ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოთხოვნებია რის კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი. ჩვენი მოთხოვნა არის სახელმწიფოს როლის გააზრება, ქმედითი ინსპექციის ამოქმედება, რომელიც შეამოწმებს არამხოლოდ შრომის უსაფრთხოებას, არამედ შრომის პირობებს და რეალურად შექმნის ქვეყანაში ბერკეტს იმისათვის, რომ ადამიანები აღარ მუშაობდნენ მონურ და ღირსების შემლახავ პირობებში,”- აცხადებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი.

გუშინ კი “ჯორჯიან მანგანეზმა” თანამშრომლებს მიმართა და და მოუწოდა, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და არ მიაყენონ ზიანი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს.

იტვირთბა....