ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურაში გაფიცვა გრძელდება – მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

ჭიათურაში გაფიცვა გრძელდება – მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ.

3 მაღაროელს კვლავ პირი აქვს ამოკერილი, ხოლო 15 მათგანი შიმშილობას აგრძელებს. მაღაროელების მოთხოვნა კვლავ უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.

იტვირთბა....