ჭიათურაში მაღაროელების აქცია კვლავ გრძელდება. აქციის ერთ-ერთი მონაწილე რომან კუპატაძე, “მეტრონომთან” საუბარში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქარხანა არა პეტრიაშვილმა, არამედ თავად აქციის მონაწილეებმა გააჩერეს.
კუპატაძემ ჟურნალისტებს ჭიათურაში ჩასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სიმართლეს მაღაროელები იტყვიან და არა პეტრიაშვილი საკუთარი მოქარგული ენით.
“გააჩერონ თავიდან ბოლომდე “ჯორჯიან მანგანეზის” ქარხანა. ირაკლი პეტრიშვილმა კი არ გააჩერა, ჩვენ გავაჩარეთ. პეტრიაშვილი იძულებულია და მაგიტომ გააკეთა ეგ განცხადება. ის ყველაფრის მკადრებელია, რომ თავის თავი მართალი გამოიყვანოს. ჟურნალისტებს და ყველას ვთხოვ ჩამობრძანდით ჭიათურაში და ჩვენ აგიხსნით სწორად. გააშუქეთ სიმართლე, ისე როგორც ჩვენ, მშრომელები გეუბნებით და არა ისე, როგოც ბატონი ირაკლი საუბრობს მოქარგული სიტყვებით. დაგვიდგეს წინ ბატონი ირაკლი და რასაც ვეტყვით თავის თავს გამართლებას ვერ მოუძებნის. ბატონი ირაკლი მაღაროში 10-15 მეტრის სიღმეშიც არაა შესული და ჩვენ შიგნთ ვწყდებით ბიჭები.
შეიხედეთ, მაღაროში და ნახავთ მდგომარეობას და იქ მომუშავე ადამიანს 1 500 ლარი კი არა 5 000 ლრზე მეტი უნდა ქონდეს ხელფასი. არანაირი გეგმის შეცვლას არ ვაპირებთ და ირაკლი პეტრიაშვილს გადაეცით ხალხში არ გაერიოს, უარესი იქნება – მოვაჭამთ თავს” – განაცხადა “მეტრონმთან” საუბრისას ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა რომან კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.
17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.
მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.