“პრეპარატ “რემდესივირზე” ჯერჯერობით რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა არსებობს”- გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ “რემდესივირზე” რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა არსებობს, თუმცა მათ შორისაა დასაიმედებელი კვლევაც. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

