ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობის მეთოდს მივმართოთ, ახლა შესაფერისი პაციენტი უნდა გამოჩნდეს”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო თითქმის მივიდა იმ ეტაპამდე, როდესაც ინფიცვირებულ პაციენტებთან პლაზმით მკურნალობა დაიწყება.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, პლაზმით მკურნალობის მეთოდის გამოსაყენებლად ახლა შესაფერისი პაციენტი უნდა გამოჩნდეს.

“ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობის მეთოდს მივმართოთ ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი. ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ მას გადავუსხათ ეს პლაზმა. კიდევ უნდა იყოს დამთხვევა ჯგუფის, რეზუსის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების, ისე ვერ გამოიყენებ ამ პლაზმას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთანავე, ცერცვაძე განმარტავს, რომ  ეს მეთოდი მასიურად ვერ გამოიყენება, რადგან, საქართველოს ფამოჯანმრტელებული პაციენტებიდან პოტენციურად პლაზმის შესაგროვებლად სულ 8 დონორი ჰყავს.

იტვირთბა....