საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებითაა დაკავებული, პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა..
ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.