მთავარი ციტატა

“ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს ხალხი არ ჩაითრევს ჩინეთს თავის საარჩევნო პოლიტიკაში”

“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ აშშ-ის არჩევნები, აშშ-ის შიდა საქმეა. ჩინეთს არ აქვს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი. ამავე დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს ხალხი არ ჩაითრევს ჩინეთს თავის საარჩევნო პოლიტიკაში. საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს საერთო შეხედულებას ჩინეთის მხრიდან ეპიდემიასთან ბრძოლაზე და კორონავირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ ჩინეთის კონტრიბუციაზე..”

გენ შუანი – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

აღნიშნულით გენ შუანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნოემბრის არჩევნები წააგოს.

 

იტვირთბა....