“თუ ასეთი დინამიკა შევინარჩუნეთ და მე-6, მე-7, მე-8 კვირას იქნება 20, 30, 40 ინფიცირების შემთხვევა ყოველდღიურად, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. მთავარი რეკომენდაციაა ისევ და ისევ – დარჩით სახლში! ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხებათ.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორე
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი. ხოლო, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.