ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია აგრარული ბაზრები, რომლებიც ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ეტაპის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ამ დროისთვის, 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

უწყების ინფორმაციით, სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები.

სააგენტო იმ აგრარული ბაზრების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 27 აპრილის შემდეგ საქმიანობა ეტაპობრივად განაახლეს.

“უკვე ფუნქციონირებს:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამი აგრარული ბაზარი, მათ შორის ერთი ზუგდიდში და ორი ფოთში.
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში ერთი აგრარული ბაზარი.
  • აჭარაში, ბათუმში სამი აგრარული ბაზარი, მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი.
  • ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულში ერთი აგრარული ბაზარი.
  • თბილისში სამი აგრარული ბაზარი.
  • იმერეთის რეგიონში შვიდი, აქედან ქუთაისში – ორი, ასევე ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში და ჭიათურაში.
  • კახეთის რეგიონში ოთხი აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს – თელავში, წნორში და ორი ლაგოდეხში.
  • შიდა ქართლის რეგიონში, გორში ერთი აგრარული ბაზარი.
  • გურიის რეგიონში, ;ანჩხუთში კი, ერთი აგრარული ბაზარი.

სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები,”- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პირველი ეტაპის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული 27 აპრილიდან გახდა.

იტვირთბა....