ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძის თქმით, ტესტირებაში ჩაერთვებიან მოხუცთა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები და სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ ალგორითი, სადაც კორონავირუსზე ტესტირებისთვის მიზნობრივი ჯგუფებია განსაზღვრუილი, ფართოვდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის ინფორმაციით, ტესტირებებში ჩაერთვებიან მოხუცთა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან აღნიშნული კატეგორია საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს.

“თქვენ იცით, რომ კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო რამდენიმე ინიციატივა, სადაც იყო განხილული, რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი , რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ეს ალგორითმი ორ დღეში იქნება უკვე გაფართოებული და შესაბამისად, უკვე შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას“,- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ალგორითმი მარტის თვეში დაამტკიცა, სადაც განისაზღვრა მაღალი რისკჯგუფები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.

იტვირთბა....