ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი.

ცნობისთვის, ქვეყანა ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა. ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე  გახანგრძლივდება. გარდა ამისა,  15 აპრილიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ასევე, ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 17 აპრილიდან ახალი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ამასთან, შეგახსენებთ, ხომ მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

 

 

იტვირთბა....