ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ამ მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 15 ათასი ლარით.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გუშნ გააკეთა.

“სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. რაც განისაზღვრა 15 ათასი ლარით,”- განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

იტვირთბა....