საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
ამის შესახებ პრემიერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში გადაადგილება ხვალიდან 10 დღის განმავლობაში აიკრძალება.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის შესვლა და გასვლა აიკრძალოს 10 დღით“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.
შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.