მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.
გადაადგილება არ ეკრძალება მოტოციკლს, მოპედსა და ველოსიპედს.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მთავრობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში. ამ მიზნით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ 17 აპრილს დღის 12 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუბციის მანქანებზე. სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.” – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცდნობისთვის, დღეიდან აიკრძალა სასაფლაოს ტერიტორიაზეც გასვლა, ხოლო დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.