მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალა.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
“სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ცნობისთვის, დღეიდან აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაც, ხოლო დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.