ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 399 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

399 ადამიანიდან 93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის, ქვეყანა ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა. ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე  გახანგრძლივდება. გარდა ამისა,  15 აპრილიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ასევე, ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 17 აპრილიდან ახალი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ამასთან, შეგახსენებთ, ხომ მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

 

იტვირთბა....