მთავარი ციტატა

“საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას”

“საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს ამ ნაბიჯებთან ერთად და აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, უნდა სრულდებოდეს ყველასთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ყველა სამედიცინო საკითხისთვის აუცილებელ შეზღუდვას, რაციონალურს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს ადგილი, თუ ეს საჭიროა ჯანმრთელობის დაცვისთვის. ოღონდ არა ამ აბსურდულს, ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ ისხდნენ და დააჯარიმეს. ადამიანებს აჯარიმებენ, რაღაც მინიმალურისთვის და ამავე დროს, ეს შეზღუდვები არ სრულდება, როცა ლაპარაკია მასობრივ თავშეყრაზე. რაც გუშინ ვნახეთ ბზობაზე, ეს ხომ ფარსია. მესმის, რომ ერიდებათ და ვერ ასრულებენ ამ შეზღუდვებს ეკლესიის შემთხვევაში, მაგრამ ეს გაუმართლებელია.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ წევრი

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.

ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

იტვირთბა....