ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატები დღეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობამ სახლში დარჩენილი ადამიანების დახმარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა უნდა შეადგინოს.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.

ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

საყოველთაო კარანტინის პერიოდში, 9 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ. მოგვიანებით კი, ვირუსის გავრცელების გამო საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო ვანის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც სადაც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. სპეციალური შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელშიც, სადაც ყველა გასასვლელს  პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

 

იტვირთბა....