aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 216-მდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 216-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 216 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408 პირი.

ინფიცირებული მესამე პაციენტი 7 აპრილს დაიღუპა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.ინფიცირებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებული 86 წლის ქალის გარდაცვალება გარდაუვალი იყო, ვინაიდან მას ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, 4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს  შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....