aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ომის დროს ხელისუფლებასთან ჭიდილი, კინკლაობა, პოლიტიკური დავა და გარჩევები საშინელებაა” – ვაშაძე

“ჩვენი შეთავაზების მთავარი თემა იყო, რომ როცა კი გვიბრძანებთ, მზად ვართ შეგხვდეთ, დავჯდეთ, გადმოგაბარებთ ამას ყველაფერს, თქვენ თვითონ გააკეთეთ, პოლიტიკურ ქულებს არავინ დაიწერს, საქართველოს მოქალაქეც, მტერიც და მოყვარეც დაინახავს, რომ პოლიტიკური ბარიერის ორივე მხარეს პასუხისმგებელი ხალხია, რომელსაც ესმის თავის ვალდებულებები საქართველოს მოქალაქის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მეტი რა ვქნათ? კატეგორიულად გვაქვს შეკავებული თავი ყველანაირი კრიტიკისგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ვართ ომში. ომის დროს ხელისუფლებასთან ჭიდილი, კინკლაობა, პოლიტიკური დავა და გარჩევები საშინელებაა.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გრიგოლ ვაშაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

“პალიტრანიუსი”, გადაცემა “360 გრადუსი”

ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ  “ნაცმოძრაობა” მზად არის, გადარიცხოს თანხა.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 39 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ორი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,292,461 მიაღწია. გარდაიცვალა 70,797 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 272,526 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....