aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხანდახან შთაბეჭდილება მაქვს, რომ გინდ ხელისუფლებისთვის მიგიმართავს, გინდა ფანჯრიდან დაგიყვირია..” – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, “პალიტრანიუსის” ეთერში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “ნაცმოძრაობა” მზად არის, გადარიცხოს თანხა, რომელიც საკმარისია 5 რეისის ორგანიზებისთვის, იმისათვის, რომ ბორტზე საკვები და წყალი იყოს.

“ხანდახან შთაბეჭდილება მაქვს, რომ გინდა სატელევიზიო არხების საშუალებით მიგიმართავს ხელისუფლებისთვის, გინდა ფანჯრიდან დაგიყვირია, 7-ჯერ გავიმეორეთ ბრიფინგზე, კომენტარებში, ჩართვებში, რომ მზად ვართ თანხა გადავრიცხოთ. მზად ვართ გადავრიცხოთ თანხა, რომელიც საკმარისია 5 რეისის ორგანიზებისთვის, იმისათვის, რომ ბორტზე საკვები და წყალი იყოს; იმისთვის, რომ იყოს ბორტზე მინიმუმ 200 პირბადე; იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ავიაკომპანიის სხვა მოთხოვნები, რომელიც ეკიპაჟის საქართველოში ცხოვრებას შეეხება.” – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე ხელისუფლებას მათთან რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონია.

„სრული გულისტკივილით ვამბობ, რომ არავითარი კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. გვაქვს ურთიერთობა მეგაფონით. ჩვენ ჩვატრებთ ბრიფინგს, ვეუბნებით, რომ მზად ვართ, შემდეგ ირიბად გვპასუხობენ. დაემატა ორი რეისი რომელიღაც ევროპის ქალაქიდან . იმ ორ რესისზე 199 ევრო ღირს ბილეთი, მაგრამ ამ ბილეთს ვერ იპოვი ჯერ ერთი და მერე, რა ფასად იყიდება, ამ დეტალებში შესვლა არ მინდა, რადგან ნაციონალურ მოძრაობაში ზარების ნიაღვარი შემოდის ამაზე.

ჩვენი შეთავაზების მთავარი თემა იყო, რომ როცა კი გვიბრძანებთ, მზად ვართ შეგხვდეთ, დავჯდეთ, გადმოგაბარებთ ამას ყველაფერს, თქვენ თვითონ გააკეთეთ, პოლიტიკურ ქულებს არავინ დაიწერს, საქართველოს მოქალაქეც, მტერიც და მოყვარეც დაინახავს, რომ პოლიტიკური ბარიერის ორივე მხარეს პასუხისმგებელი ხალხია, რომელსაც ესმის თავის ვალდებულებები საქართველოს მოქალაქის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მეტი რა ვქნათ? უზარმზარი გამოცდილების ჟურნალისტი ბრძანდებით, ხომ ამჩნევთ, კატეგორიულად გვაქვს შეკავებული თავი ყველანაირი კრიტიკისგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ვართ ომში. ომის დროს ხელისუფლებასთან ჭიდილი, კინკლაობა, პოლიტიკური დავა და გარჩევები საშინელებაა.“ – აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 39 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ორი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,292,461 მიაღწია. გარდაიცვალა 70,797 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 272,526 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....