ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“25 თებერვალს ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას”- სალომე ზურაბიშვილი

“ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში, ეს დღე გახდა რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლო. ამიტომ ხვალ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ 9 საათზე.”

განაცხადა საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....