მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 274 ათას 527 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 69 ათას 487 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 264 ათას 383 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ამ დროისთვის 337 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული. 10 ათასამდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 18 ათასამდე – გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღეებში ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიაში არსებულ შემთხვევეს გადააჭარბა და ქვეყანა მაღალი მაჩვენებლის მიხედვით აშშ-ის შემდეგაა.
ამ დროისთვის, ესპანეთში ინფიცირების 132 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 13 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 38 ატასი – გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.