ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა

2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა. შედეგად, რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დროს 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია.
ამასთან, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, ათიათასობით ჯარისკაცი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა, უკრაინასთან ომში 867 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

იტვირთბა....