aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრალიაში ტუბერკულოზის ვაქცინის COVID-19-ის წინააღმდეგ ტესტირება დაიწყეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავსტრალიელი ექიმები, ტუპერკულიოზის ვაქცინას ამჟამად COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ტესტავენ. ინფორმაციას ამის შესახებ, მელბურნის მარდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის მკვლევრები იუწყებიან.

მათი ცნობით, ვაქცინა ავსტრალიის ჰოსპიტალებში მომუშავე 4000 მედიკოსზე გაიტესტება. ამით დადგინდება, შეამსუბუქებს თუ არა ის COVID-19-ის სიმპტომებს.

„გარდა იმისა, რომ BCG ვაქცინა თავდაპირველად ტუბერკულოზის წინააღმდეგ შეიქმნა და ყოველ წელს 130 მილიონ ბავშვს უკეთდება, ის ადამიანების ასევე უძლიერებს „წინა ხაზის“ იმუნურ სისტემას — ასწავლის, როგორ უპასუხოს ინფექციას უფრო ძლიერად“, — ნათქვამია განცხადებაში.

„იმედი გვაქვს, რომ BCG ვაქცინით აცრილ სამედიცინო პერსონალში დავინახავთ COVID-19-ის სიმპტომების სიმწვავისა და სიჭარბის შემცირებას. სწრაფ ექსპერიმენტში 4000 მონაწილე უახლოეს კვირებში ჩაერთვება; ცდებს სახელმწიფოსა და ფედერალური ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა მწვანე შუქი უკვე აუნთეს. წამზომი ნამდვილად ჩართულია“, — ამბობს კურტისი.

მსგავსი ტესტირებები, ნიდერლანდებში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოშიც მიმდინარეობს.

„ეს კლინიკური ტესტირება COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობას დაადგენს და შესაძლოა, ჩვენი წინა ფრონტზე მებრძოლი მრავალი გმირი ექიმის სიცოცხლეც იხსნას“, — ამბობს კეტრინ ნორთი, მარდოკის ინსტიტუტის დირექტორი.

ეგახსენბთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....