საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსთან დაკავშირებით, იტალიურ გამოცემებთან განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას.
„ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, იმას რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნა? ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ არ უნდა მოვიწამლოთ იმით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტოქეები ამბობენ“,-აღნიშნა მაკრონმა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, მეტი სოლიდარობაა საჭირო, რომ მსოფლიო ვირუსს გაუმკლავდეს.
„ევროპამ თავი ამაყად და ძლიერად უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ ეს ასეცაა. თუ ჩვენ ჩვენს სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ ახლა, იტალია, ესპანეთი გვეტყვიან: სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიდექით? მე არ მინდა ასეთი ეგოისტი და დაყოფილი ევროპა“,-აღნიშნა მაკრონმა.
განცხადება გაავრცელა ასევე, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა და განაცხადა, რომ ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება. მან ევროპულ ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.