„თუ ტესტირება არ მოხდა დანიშნულების მიხედვით სიმპტომატურ პაციენტებთან და რისკ-ჯგუფებზე და უბრალოდ ადამიანს მოუნდა და ტესტი გაიკეთა, ეს იქნება ერთი მხრივ წყალში გადაყრილი რესურსი და მეორე, მოგვცემს ყალბი თვითდაჯერების და იმედის საფუძველს, რომ არ ვართ ვირუსით დაავადებული. მე ვიცი, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები უფრო შეეცდებიან სწრაფი ტესტების ჩატარებას და თვითიზოლაციის დროზე ადრე შეწყვეტას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა“
აკაკი ზოიძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.