თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსიით კიდევ ერთი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა.
ექიმის თქმით, კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
“საერთო ჯამში ცხრა გამოჯანმრთელებული გვყავს, რაც ძალიან კარგია. სამი-ოთხი პაციენტი არის, რომლის გამოჯანმრთელებასაც უახლოეს დღეებში ველოდებით“ ,- აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
რაც შეეხება დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობას, ექიმის თქმით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია. ვინაიდან მათ თანმხლები დაავადებებიც აქვთ.
“რაც შეეხება დანარჩენ 31 პაციენტს, ოთხი პაციენტია მათგან მძიმედ შეფასებული, რომელთაც აქვთ პნევმონია, თანდართული ქრონიკული დაავადებები. თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა ერთი დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ფასდებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტებად”,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 66 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.