აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა ლიდერის უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს.

„ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები იმობილიზებული დარჩეს და უკრაინამ მიიღოს ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მომდევნო წლებისთვის. მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის. ერთად ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს“- წერს ზელენსკი.

იტვირთბა....