საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი STOPCOV.GE ავრცელებს.
ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.