აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი სამხდრო უკრაინის ომი ციტატა

“რუსეთის იმედების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა არ შესუსტდება” – ანდრეი სიბიგა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ დროული და ძლიერია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უკრაინამ ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მიიღო. რუსეთის იმედების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა არ შესუსტდება. რუსული აქტივები იმობილიზებული რჩება, ევროპა -ერთიანი და ძლიერი“, – წერს სიბიგა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალიც.

„ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, ევროპის უსაფრთხოებაში სტრატეგიული ინვესტიციაა. ის აძლიერებს უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ფუნდამენტურ პრინციპს: რუსეთმა აგრესიის საფასური უნდა იწვნიოს. უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა. უკრაინის გაძლიერებით, ევროპა აძლიერებს შეკავების ძალას, სტაბილურობას და მის გრძელვადიან უსაფრთხოების არქიტექტურას“, – აცხადებს შმიგალი.

იტვირთბა....