“ალბათ, მოისმინეთ მისი უწმინდესობისა და მაღალი იერარქიის მეუფეების გამოსვლები – ყველა იზიარებს იმას, რომ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის უწყება იძლევა და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. მთავარი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის არის სოციალური დისტანცია. პოსტეპიდემიურ ვითარებას ადარებენ დიდ დეპრესიას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. დიდ ქვეყნებში ხედავთ რა მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ იქაც დიდი დაზიანებაა, მაინც ძლიერი ქვეყნები არიან იტალია, საფრანგეთ, ესპანეთი და ა.შ. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ადვილად გადასატანი არ იქნება”
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
TV პირველი, გადაცემა “დღის ამბები”
შეგახენებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.
შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.