ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემებზე წვდომას აღუდგენს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა მეტწილად აღუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე  განიხილავს თუ არა იგი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ტრამპმა უპასუხა, რომ “ჩვენ ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ”.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებაზე ინფორმაცია 5 მარტს გამოცხადდა. ტრამპის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის მწვავე შეკამათებას ჰქონდა ადგილი.

 

იტვირთბა....