სირიაში, ზღვისპირა რეგიონში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, ბოლო მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. . ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 745 მშვიდობიანი მოქალაქე, სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების 124 წევრი და ასადის ლოიალისტებიდან 148 მებრძოლი. მოკლულებს შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები.
ახალ რეჟიმსა და ასადის ლოალისტებს შორის შეტაკებები 6 მარტს მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლატაკიის პროვინციაში ასადის ლოიალისტები სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ და მათგან 16 პირი მოკლეს, მოკლულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.