ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/-ზეა განთავსებული.

ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....