სირიის დედაქალაქ დამასკოში ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების თქმით, ისინი ითხოვენ ეროვნულ ერთიანობას და დამნაშავეთა დასჯას.
BBC-ის ინფორმაციით, პარალელურად აქციას მართავდნენ მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ დემონტრანტებს დაუპირისპირდნენ. აქციაზე დემონსტრანტებმა გამოიყენეს იარაღებიც.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა 1000-ზე მეტი ადამიანი.