ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„სიამოვნებით შევამცირებდი თავდაცვის ხარჯს, მაგრამ ჩინეთი და რუსეთი გყავს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში თავდაცვის ხარჯების შემცირების საკითხზე ისაუბრა.

„სიამოვნებით შევამცირებდი თავდაცვის ხარჯს, მაგრამ ახლა – არა, რადგან ჩინეთი გყავს, რუსეთი გყავს, ბევრი პრობლემაა. მე რაც ვთქვი არის ის, რომ ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ბირთვულ რაკეტებზე, ბირთვულ იარაღზე. განადგურების დონე იმის მიღმაა, რისი წარმოდგენაც შეგიძლია. უბრალოდ ცუდია, რომ ყველას უწევს ამდენის ხარჯვა ისეთ რამეზე, რომლის გამოყენებაც, შესაძლოა, მსოფლიოს დასასრული იყოს“, – თქვა მან.

იტვირთბა....