დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.
პატრიარის თქმით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და ყველაფერი, რაც ხდება, ღვთის განგებითაა.
“არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენ თვითონ, თქვენს შვილებს, ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, გაიხარეთ”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
იხილეთ ვიდეო: