ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვადით საგნგებო მდგომარეობა არ ცხადდება, ამის უფლებამოსილება არ აქვს არავის” – კობერიძე

“ვადით საგნგებო მდგომარეობა არ ცხადდება” – ამის შესახებ, „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება უბრალოდ და მერე უქმდება.

“საგანგებოს გამოცხადება მე რამდენადაც ვიცი, არ ხდება კონკრეტული ვადით ანუ ხდება გამოცხადება და ახლა იყო დაფიქსირებული. გამოცხადება საგანგებო მდგომარეობის არ ხდება კონკრეტული ვადით. ამის უფლებამოსილება არ აქვს არავის. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება უბრალოდ და მერე უქმდება. შესაბამისად, ახლა პრემიერის გამოსვლისას იყო, რომ ერთი თვით იყო გამოცხადებული და ბევრ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა, ამიტომ სვამს ძალიან ბევრ კითხვებს. მაშინ როდესაც ამის არც ვალდებულება არსებობდა და არც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ რაღაც ვადით გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა იყო ეს შეცდომა თუ მიზანმიმართული ნაბიჯი, თუ რას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვადით საგნგებო მდგომარეობა არ ცხადდება.” – განცხადა კობერიძემ.

საქართველოში დღეს 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 49 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 288,011 მიაღწია. გარდაიცვალა 11,949 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 93,617 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....