ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი, რიგით 49-ე შემთხვევა დაფიქსირდა  – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და  საკმარისი დრო რჩება, რათა განსაზღვრულ ვადებში კონსტიტუცია გადაისინჯოს და განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა.

იტვირთბა....