ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით, დაგმობდით ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში” – რა ხდება ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

დღეს ეუ­თოს სამი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მაა.

სხდომას ესწრება სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „სა­ქარ­თვე­ლოს დე ფაქ­ტო რე­ჟი­მი თბი­ლის­ში არ­ღვევს ეუ­თოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ჩა­ა­ტა­როს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი და და­იც­ვას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. შე­დე­გად, მო­ვუ­წო­დებ ჩემს კო­ლე­გებს, და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვონ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უარი თქვან რე­გუ­ლა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დიქ­ტა­ტუ­რას­თან. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი დე­ლე­გა­ცია არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და არ არის არ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში, რო­გორც ეს დად­გე­ნი­ლია დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ მთელ მსოფ­ლი­ო­ში.“

სამხარაძემ თავის გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე. წ. არჩევნების შესახებ ისაუბრა.

„პირ­ველ რიგ­ში მსურს, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მივ­მარ­თო ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­კენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცია და მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო აუ­ა­რე­სებს. გა­სულ კვი­რას, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში, ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. უფრო მე­ტიც, ამ ფარ­სი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ორი უბა­ნი გა­იხ­სნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მოს­კოვ­სა და ჩერ­კას­ში. მკაც­რად ვგმობთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე.წ. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის გახ­სნას.

ნება მო­მე­ცით, ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნამ­დე, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ქმე­დე­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი ბა­თი­ლად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სა­გან­გა­შოა ის, რომ ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ახერ­ხებს ამ ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დაგ­მო­ბას. ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ფარ­თო კონ­ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი იწ­ვევს გან­ცდას, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა, ეროვ­ნუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა და მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ის გან­სა­ზღვრა სცილ­დე­ბა ამ და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ქართველმა დიპლომატმა გამოსვლის ბოლოს უილსონს მიმართა: „ბა­ტო­ნო უილ­სონ, თქვენ რომ გულ­წრფე­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით სა­უბ­რის დროს, ასე­ვე დაგ­მობ­დით ფარსს ე.წ. არ­ჩევ­ნებს აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში.“

საქართველოზე ასევე ისაუბრა ნორ­ვე­გი­ის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, სივ მოს­ლე­ტმა.

„კო­ლე­გე­ბო, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ნა­წი­ლი. ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით. ვგმობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის სას­ტი­კი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას დე­მონ­სტრან­ტე­ბის, მე­დი­ის მუ­შა­კე­ბი­სა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“, – თქვა მან.

იტვირთბა....