ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან გაწერეს, თუმცა თვითიზოლაციაში გადადის

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სრულად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. თუმცა ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

იტვირთბა....