ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თუ სახლიდან მუშაობთ, ყოველ 30 წუთში ერთხელ 3 წუთით ადექით და შეისვენეთ” – WHO

ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის გამო სახლიდან მუშაობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანო გებრაიესუსი რჩევებს, “ტვიტერის” საშუალებით აძლევს. 

როგორც გებრაიესუსი აცხადებს, ერთ ადგილას ერთ პოზაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა არ შეიძლება. მისი თქმით, ყოველ 30 წუთში ერთხელ 3 წუთით უნდა შევისვენოთ. 

ჯანმო-ს დირექტორმა რამდენიმე დამატებითი რჩევაც გააზიარა, მათ შორის, ჯანმრთელად კვება, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება და ტკბილი სასმელის თავიდან არიდება. ის ასევე, ზრდასრულ ადამიანებს ურჩევს, დღეში 30 წუთი ივარჯიშონ, ბავშვებმა კი – 1 საათით.

“თუ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდებით, მოწევას შეუძლია მწვავედ დაავადების რისკი გაზარდოს. თუ სახლის დატოვება არ შეგიძლიათ, ვარჯიშის ვიდეო იპოვეთ ონლაინ, მუსიკების ფონზე იცეკვეთ, ცოტა იოგა გააკეთეთ ან აიარ-ჩაიარეთ კიბეები”. თუ ეს განერვიულებთ, შეეცადეთ, ბევრი სიახლე არ წაიკითხოთ. ახალ კორონავირუსზე ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ სანდო წყაროებისგან მიიღეთ,” – წერს ჯანმო-ს დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 288,011 მიაღწია. გარდაიცვალა 11,949 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 93,617 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 49 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....